ველევის საჯარო სკოლის დირექტორი ამბროლაურის მერიას მოსწავლეთა განათლებაზე ზრუნვისთვის მადლობას უხდის - ბავშვები izrune.ge-ს ტესტებს აქტიურად გადიან
28-10-2022

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს დიდი ოჯახის აქტიური წევრები არიან და წარმატებასაც აღწევენ. 

მათ წარმატებაში კი უდიდესი წვლილი სკოლას და მოსწავლეთა ინტერესებზე განსაკუთრებულად მზრუნველ დირექტორს, კატუშა (ეკატერინე) ჭიჭინაძე-გოგსაძეს მიუძღვის. სკოლამ ინოვაციურ პორტალში მოსწავლეთა ჩასართველად ყველაფერი გააკეთა. მოსწავლეების სწავლა-განათლებაზე მზრუნველი მასწავლებლების ღვაწლი ნამდვილად დასაფასებელია. 

ბოლო წლებში მოსწავლეების განათლების მოტივაციაზე ზრუნვას და შვილ(ებ)ის აღზრდა-განათლების პროცესში ოჯახების მხარდაჭერას ამბროლაურის მერია აგრძელებს. მერიის დამსახურებით, მოსწავლეებს izrune.ge-ს ინდივიდუალური ტესტების გავლა უფასოდ შეუძლიათ. 

სწორედ ამ შესაძლებლობისთვის ველევის საჯარო სკოლის დირექტორი ამბროლაურის მერს, ზვიად მხეიძეს მადლობას უხდის. 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლა იმთავითვე დიდი მონდომებით ჩაერთო საგანმანათლებლო პროექტში - izrune.ge გამოიყო მასწავლებელი, თეონა მაცაბერიძე, რომელმაც ორგანიზება გაუკეთა მოსწავლეთა საგანმანათლებლო პორტალში ჩართვას, ხშირ შემთხვევაში დამრიგებლებთან ერთად თანხა თვითონ გადაუხდია, რათა მოსწავლეები არ დარჩენილიყვნენ პროექტში მონაწილეობის გარეშე, ასე მონდომებით რომ ელოდნენ ყოველ კვირას საგანმანათლებლო- შემეცნებით ტესტებს და თავიანთი შესაძლებლობის რეალიზებას. მაგრამ თანხის პრობლემა ბოლო წლების განმავლობაში მოიხსნა, რადგან ამბროლაურის მერიამ იზრუნა სკოლის მოსწავლეთა განათლების მოტივაციასა და აღზრდა განათლების პროცესში ოჯახების მხარდაჭერაზე, შესაბამისად, მოსწავლეები izrune.ge -ს ინდივიდუალურ ტესტებს უფასოდ გადიან. მადლობა ამბროლაურის მერს, ბატონ ზვიად მხეიძეს!“,- ვკითხულობთ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ კატუშა (ეკატერინე) ჭიჭინაძე-გოგსაძის წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203