წესის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე გიგა მელაშვილმა სპორტულ ტურნირში I ადგილი მოიპოვა
28-10-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მშობლიური სკოლა მეექვსე კლასის მოსწავლემ, გიგა მელაშვილმა ასახელა. 

გიგამ ყაზბეგში გამართულ ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ღია ტურნირში უმცროსი ასაკის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის იასპარეზა და I ადგილი მოიპოვა. წარმატებულ მოჭიდავეს სიგელი გადაეცა.

„გახარებულმა გაუზიარა შთაბეჭდილებები მეგობრებსა და მასწავლებლებს. ვულოცავთ გიგას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203