შულავერის N1 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების დღესთან დაკავშირებით, საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა
28-10-2022
რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულის აღნიშვნას შეუერთდა.
ამასთან დაკავშირებით, მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ჩაერთნენ.
მე-11 კლასის 4 მოსწავლე დეზინფორმაციის შესახებ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს ესწრებოდა.
სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელმა დალი კეკელიძემ, მე-11 კლასში გაკვეთილი მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის შესახებ ჩაატარა. მისი მიმდინარეობისას მოსწავლეებმა ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.
ბოლოს გაიმართა დისკუსიაც. იმსჯელეს, მედიის როლის შესახებ და პარალელები გაავლეს ცნობილ გამონათქვამებთან.
ამავე საკითხე, 28 ოქტომბერს მეათე კლასის მოსწავლეების მშობლებთან შეხვედრა გაიმართება.
„გაკვეთილზე, თავდაპირველად, მასწავლებელი ესაუბრა მედიაწიგნიერების შესახებ. შემდეგ ტრენინგზე მიღებული ცოდნა თანატოლებს გაუზიარეს ირაკლი და ჯემალ მაკარაძეებმა, ელგუჯა ჯუმუშაძემ და ნიჯათ იბრაგიმოვამ. მათ დაუწერეს ის ლინკებიც, რომელთა საშუალებითაც შეძლებენ დეზინფორმაციის ამოცნობას“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს