ზედა განთიადის საჯარო სკოლის მე-10 კლასში თემაზე - „ფიშინგი“ უცხო ენებისა და სამოქალაქო განათლების ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
28-10-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, 26 ოქტომბერს მე-10 კლასში ინგლისურ, რუსულ ენებში და სამოქალაქო განათლებაში თემაზე - „ფიშინგი“ ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.

მოსწავლეებმა 21-ე საუკუნის  ძალზედ აქტუალური თემა სამ ენაზე წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტ-გაკვეთილს ფასილიტატორობას უწევდნენ ამავე სკოლის პედაგოგები: ნინო დიასამიძე, დიანა ფაღავა და მირანდა ბოლქვაძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203