ქობულეთის N5 სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
28-10-2022
ქობულეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და კონკურსში დიდი ინტერესით ერთვებიან.

VIII კლასის მოსწავლეები - ნინო ტორჩინავა, მადონა ავალიანი, ილია ბაჯელიძე, დავით გაზაშვილი და ანა ავალიანი ინტელექტუალურ შეჯიბრში „ტვინების ბრძოლა“ მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს და დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს 2022 წლის გაზაფხულის სეზონის რეგიონალურ პირველობაზე წარმატებული ასპარეზობისათვის სერტიფიკატები გადაეცათ. 

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. აღსანიშნავია, რომ პედაგოგები მათ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203