ქერეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს
28-10-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, სოფლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. 

მათ პლასტმასის ბოთლები და ალუმინის ქილები ცალ-ცალკე შეაგროვეს, დანარჩენი ნაგავი კი ნაგვის ურნებში მოათავსეს. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა სოფლის მოსახლეობაში საიმფორმაციო ბარათები გაავრცელეს და მოუწოდეს, რომ პლასტმასის ბოთლები ცალკე შეაგროვონ და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში არ შეურიონ.

აქტივობებმა ნაყოფიერად ჩაიარა, მის მიმდინრეობაში მოსწავლეები უდისედი მონდომებით ჩაერთნენ. 
 
„გავუფრთხილდეთ გარემოს და ჩვენს ჯანმრთელობას“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მოწოდებაში. 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203