„ცნობილი მოგზაურები“- წყალტუბოს N1 სკოლის IV კლასში, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს შეუერთდა.
მის ფარგლებში, IVა კლასში ჩატარდა გაკვეთილი რომლის თემა „ცნობილი მოგზაურები“ იყო. მას მასწავლებელი თეა ჭუმბურიძე უძღვებოდა.
სახელმძღვანელოში მოცემული მასალის პარალელურად, გაკვეთილზე ინტერნეტრესურსები გამოიყენეს, მათ შორის მასწავლებლის მიერ დამზადებული ელექტრონული წიგნი.
მოსწავლეები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდებით, მოსწავლეებმა შეძლეს მოცემული ინფორმაციის დახარისხება, მონაცემების დამუშავება და საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრება.
„მედიაწიგნიერების კონცეფცია პირდაპირ კავშირშია კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებასთან, რადგან მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებას, სანდოობის განსაზღვრას და ამასთან ახალი ინფორმაციის შექმნას სწორედ ზემოაღნიშნული უნარები უზრუნველყოფს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: