
ქობულეთის N5 საჯარო სკოლის პედაგოგი შორენა ქამადაძე მოსწავლეთა განვითარებასა და მათი ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავს.
ის მოსწავლეეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში რთავს. ამჯერად, მისი აქტიური ჩართულობით მოსწავლეები ინტელექტუალურ შეჯიბრში „ტვინების ბრძოლა“ მონაწილეობდნენ.
პედაგოგს მოსწავლეთა წარმატებულ ასპარეზობაში შეტანილი წვლილისთვის და ტვინების ბრძოლის 2022 წლის გაზაფხულის სეზონზე პროექტის მხარდაჭერისთვის სერტიფიკატი გადაეცა.
სკოლის დირექცია მას ამ მიღწევას ულოცავს, მადლობას უხდის და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტო: