„კულტურული მემკვიდრეობის ერთი ძეგლი“ - ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის ფარგლებში ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
28-10-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი, მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას საინტერესო ღონისძიებებს, აქტივობებს თუ პროექტებს სთავაზობენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდეს ყურადღებას აქცევენ.

25 ოქტომბერს, ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელოვნების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.

გასვლითი გაკვეთილის მიზანი იყო ხელოვნებაში მიმდინარე პროექტისთვის - „კულტურული მემკვიდრეობის ერთი ძეგლი“ ლიტერატურის დამუშავება.

სკოლაში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას მასპინძლობისთვის მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203