
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს დიდ ყურადღებას უთმობენ.
ამჯერად, მე-9, მე-11 კლასების მოსწავლეებმა და სამოქალაქო კლუბის წევრებმა პროექტის - „გაუფრთხილდეთ გარემოს“ ფარგლებში ხელოვნური ტბის ზოლი დაასუფთავეს.
დასუფთავების აქციის დროს ბავშვებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს გარემოზე ზრუნვისა და გაფრთხილების აუცილებლობა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა თითოეულ გარემოსდაცვით აქტივობას დირექცია და პედაგოგები ყოველთვის მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: