მუხურის N2 საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობებით შეუერთდა
28-10-2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს აქტიურად შეუერთდა. 

კვირეული მე-5, მე-6 და მე-7 კლასებში ნაყოფიერი თანამშრომლობითა და სახალისო აქტივობების მონაცვლეობით დაიწყო.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარი ჩაფიძე, ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებს მედიაწიგნიერების რაობაზე ესაუბრა და მათთან კონკრეტული სიტუაციური ამოცანებიც განიხილა.

მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ ციფრულმა ეპოქამ ყველას გაუადვილა მედიაპროდუქტის შექმნა, რომ ჩვენ ყოველთვის არ ვიცით, ვინ შექმნა გზავნილი, რატომ შექმნა და რამდენად სანდოა, ამიტომ კრიტიკულად უნდა ვაანალიზებდეთ ყველა მედიაგზავნილსა და ვაზუსტებთ ინფორმაციის წყაროს.

კვირეულის ფარგლებში ესეების კონკურსში მონაწილეობისათვის სიგელით დაჯილდოვდნენ ილია ბუცხრიკიძე და ლიზი ვარდოსანიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203