დაბა შუახევის საჯარო სკოლის პედაგოგი ლია ქადამაძე წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა
28-10-2022
დაბა შუახევის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლია ქადამაძე წარმატებული პროფესიული მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა.
ლია ქადამაძეს ჯილდო მასწავლებელთა დღეს 5 ოქტომბერს გადაეცა,
შუახევის რესურსცენტრიდან, ბათუმში სასტუმრო „რედისონში“, დაჯილდოებაზე წარდგენილი იყო ათი მასწავლებელი, მათ შორის გახლდათ ლია ქამადაძე.
აჭარის განათლების სამინისტრომ აჭარის მასშტაბით დააჯილდოვა 70 მასწავლებელი, მასწავლებლებს გადაეცათ სიგელები და ფულადი ჯილდო 300 ლარი დაერიცხათ საჩუქრად.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა საპატიო ლანჩი, რომელსაც ამშვენებდა სიმბოლური ტორტი წარწერით - „გმადლობთ მასწავლებელო“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს