დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა პროექტმა დაფინანსება მოიპოვა
28-10-2022
დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები პროექტში - „უსაფრთხო გარემო“, მონაწილეობდნენ.
ახალგაზრდებმა პროექტი შეიმუშავეს, რომელიც ბათუმში სასტუმრო „რედისონში“ წარადგინეს, სადაც მოიპოვეს გამარჯვება და დაფინანსება მოიპოვეს. აღნიშნული პროექტი დაფინანსებისა და შეძენის პროცესშია.
პრეზენტატორი მოსწავლეები იყვნენ - მეთერთმეტეკლასელი ენრიკე ზოიძე, რომლის კლასის ხელმძღვანელია ნანული ქარცივაძე და მე-9 კლასის მოსწავლე მარი გუნდაძე, მიდი დამრიგებელი კი ლია ქადამაძე გახლავთ.
პროექტის ხელმძღვანელი კი სამოქალაქოს განათლების მასწავლებელი მზია გოგაძე იყო.