„შემოდგომის ფერები“- მრავალფეროვანი ღონისძიება ზემოსურების საჯარო სკოლაში
28-10-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, მანანა ბარამიძემ პირველი და მესამე კლასის მოსწავლეებთან ერთად ზეიმი - „შემოდგომის ფერები“ მოაწყო.

„ბავშვებმა თავიანთი სოფლის ბარაქა შეიტანეს საკლასო ოთახში და ამით შემოდგომის ელფერი შემოაბრძანეს ჩვენს სკოლაში. კიდევ ერთხელ ვიხილეთ თუ რა სიმდიდრეს, ბარაქას გვაძლევს დალოცვილი შემოდგომა. საზეიმო განწყობითა და უდიდესი ემოციებით სავსე დღე ჰქონდათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203