დვაბზუს საჯარო სკოლაში, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობები განხორციელდა
28-10-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეულთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა.
სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრმა კვირეულის ფარგლებში მედიაწიგნიერების როლის მნიშვნელობა აღნიშნა, როგორც აღნიშნეს მედიაწიგნიერი ადამიანი ინფორმაციულ წნეხში არ მოექცევა და კარგად გაარჩევს დეზინოფრმაციას, სინამდვილისგან.
„რაც უფრო მაღალია ადამიანის მედიაწიგნიერების ხარისხი, მით უფრო დიდია რეალურ სამყაროსა და მედიის მიერ შექმნილ სამყაროს შორის არსებული საზღვრის დანახვის უნარი. როდესაც ადამიანი მედიაწიგნიერია, ეს მას ეხმარება, სწორად გაიკვალოს გზა ინფორმაციის სამყაროში. მედიაწიგნიერი ადამიანი იძენს გამოცდილებას და იმ ინფორმაციას, რომელიც მისთვის სასარგებლოა; ხოლო მისთვის საზიანო ან ზედმეტ ინფორმაციას თავს არიდებს. მედიაწიგნიერი ადამიანი არ ექცევა ინფორმაციის წნეხში და არ აძლევს მედიას საშუალება, დააპროგრამოს მისი გონება და მისი დღის წესრიგი. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მედიაწიგნიერების მიდგომები ფართოდ იქნას გამოყენებული სწავლების პროცესში როგორც სკოლებში, ასევე უნივერსიტეტებში.
ჩვენი კულტურა მოიცავს უამრავ ინფორმაციას და თვითოეული ჩვენგანისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოცულობა დღითი - დღე იზრდება.
თანამედროვე ტექნოლოგიებმა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. რამაც უფრო პლურალისტური გახადა მედია. თუმცა სოციალური მედიის შესაძლებლობების გამოყენება ხშირად დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიზნით ხდება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მედიის მომხმარებელი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს