დაბა შუახევის საჯარო სკოლის დირექტორ მზია გოგაძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
28-10-2022
დაბა შუახევის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ-ს და ამავდროულად ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, მზია გოგაძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო გადაეცა.
მზია გოგაძე მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საზეიმოდ დაჯილდოვდა.
საზეიმო შეხვედრის ორგანიზატორი შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრი იყო. ღონისძიებას აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, პროფკავშირების თავმჯდომარე ლევან ნატარიძე და შუახევის სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
საზეიმო შეხვედრაზე მიწვეული იყო ასევე შუახევის მუნიციპალიტეტის 4 მენტორი და 67 წამყვანი მასწავლებელი. ღონისძიების დასასრულს გაიმართა საპატიო სადილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს