„ილია და XXI საუკუნის მოსწავლეები“- მრავალფეროვანი ღონისძიება რუსთავის N23 საჯარო სკოლაში
28-10-2022
ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლაში სხვადასხვა ღონისძიებები ხშირად იმართება.

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ზიზი ჭაჭაშვილის ხელმძღვანელობით ღონისძიება - „ილია და XXI საუკუნის მოსწავლეები“ გამართეს.

ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, რომელიც ბავშვებისთვის დაუვიწყარ სასკოლო მოგონებად დარჩა.

აღსანიშნავია, რომ საზეიმოდ მორთულმა გარემომ საინტერესო ღონისძიება ასევე ძალიან გაალამაზა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203