„ჩვენი ხონი“- ხონის N1 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა საინტერესო ინგლისურენოვან კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
27-10-2022
მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად აკეთებენ.

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში კომპლექსური დავალება - „ჩვენი ხონი“ იმუშავეს.

მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება პედაგოგის, მადონა ფარცხალაძის მენტორობით შეასრულეს და სკვერში, სახელდახელოდ მომზადებული პრეზენტაციებითა და ილუსტრაციებით წარმოადგინეს;

„გარდა იმისა, რომ შექმნეს დადებითი განწყობა, დააინტერესეს ბევრი ადგილობრივი, ინგლისურ ენაზე გააცოცხლეს ხონის ისტორიული წარსული, გაიხსენეს ცნობილი ხონელები და ისაუბრეს ბუნების ძეგლებზე“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203