„ოქროსფერი შემოდგომა“- ფერეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მრავალფეროვანი ღონისძიება
27-10-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები ხშირად იმართება.

ამჯერად დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა პედაგოგების: ლამზირა გაბუნიას, ხათუნა მერკვილიშვილის, ნინო როხვაძეს და ირინა მიხაილოვას ხელმძღვანელობით სადამრიგებლო პროგრამით დაგეგმილი ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მრავალფეროვნად და საინტერესოდ წარიმართა. ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას გაუფერადეს ყოველდღიური სასწავლო გარემო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203