საერო სკოლა „ფარნავაზის“ მეექვსეკლასელმა, დათო ჩხარტიშვილმა თანატოლები ოკეანის ბინადართა სამყაროში ამოგზაურა
27-10-2022
ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზის“ მე-6 კლასის მოსწავლე დათო ჩხარტიშვილმა თანასკოლელებს დაუვიწყარი შემეცნებითი დღე აჩუქა.
მეექვსეკლასელმა ბავშვებს სკოლაში „ცოცხალი მუზეუმი“ მოუწყო. დათომ სკოლაში ეგზოტიკური ცხოველების ფიტულები მიიტანა და კლასელებს თითოეული ექსპონატის შესახებ საოცარი ისტორიები მოუთხრო.
„მადლობა დათო ჩხარტიშვილს, რომ გვამოგზაურა ოკეანის ბინადართა სამყაროში და აგვავსო ზღვა ემოციებით“, - გვიყვებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს