დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა გარემოსდაცვით თემაზე ნახატების კონკურსი გამართა
27-10-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „ბუ-ნება შენია!“, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, პროექტს - „გავუფრთხილდეთ გარემოს“ ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში ნახატების კონკურსი გაიმართა, რომელიც გარემოს დაცვას მიეძღვნა. 

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

I ადგილი - VIII კლასის მოსწავლე ნანი დემურაშვილი;

​II ადგილი - V კლასის მოსწავლე ბარბარე ღიბრაძე;

III ადგილი - VI კლასის მოსწავლე ანრი გავაშელი.

კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლე წამახალისებელი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ხოლო, პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს ეკოკლუბის სახელით სახელმძღვანელოები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203