სამების საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით შეუერთდა
27-10-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების შესახებ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები გაიმართა.
საქართველოში 24-28 ოქტომბერს მედიაწიგნიერების კვირეული ტარდება. კვირეულის ფარგლებში, მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და კომპეტენციების გაზრდის მიზნით სკოლაში ღონისძიებები განხორციელდა.
კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა ჩაატარა გაკვეთილი მედიაწიგნიერებაზე. IX, XI კლასის მოსწავლეებს ესაუბრა: დეზინფორმაციაზე, მედიაზე, დეზინფორმაციის უარყოფით ზეგავლენებზე და ყალბი ინფორმაციის იდენტიფიკაციის გზებზე.
XI კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს და სასკოლო საზოგადოებაში გაავრცელეს ბუკლეტები, რომელზეც მოცემულია მედიაწიგნიერების მიმართულებით სხვადასხვა თემატიკის რჩევები.
ხოლო, V-VI კლასის მოსწავლეებისთვის მოეწყო საგანმანათლებლო შეჯიბრი. გამოვლინდნენ ყველაზე მედიაწიგნიერი მოსწავლეები, რომელთაც გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს