კვალითის საჯარო სკოლაში, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
27-10-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულს საინტერესო ღონისძიებები მიეძღვნა.
სკოლაში მედიაწიგნიერების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა და მრავალფეროვანი ღონისძიები დაიგეგმა, რომლის ხელმძღვანელიც დირექტორი ქეთევან შარიქაძე გახლდათ.
აღნიშნული ღონისძიებები მოსწავლეებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებები მეტად საინტერესო და შემეცნებითი იყო.