ძმაგულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უძველესი ადამიანების საცხოვრებლისა და ინსტრუმენტების მოდელები შექმნეს
27-10-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო აქტივობა და ღონისძიება ხშირად იგეგმება. 

ამჯერად, მოსწავლეებმა საგან ხელოვნებაში მათ მიერ შექმნილი უძველესი ადამიანების საცხოვრებელი გამოქვაბულებისა და ინსტრუმენტების მოდელები წარმოადგინეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

„სკოლის სახელით მადლობას ვუხდით მოსწავლეებს - საბა, ბაჩანა და მირანდა მახარაძეებს, სალომე ასლანიძეს. მასწავლებელს ნინო მახარაძეს. წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203