ლეღვანის საჯარო სკოლაში თემაზე - „ბულინგი“ საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 
27-10-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს მიერ შემოთავაზებული პროექტის ფარგლებში, სკოლაში, ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა - ლუკა მაღრაძემ და მარიამ თაბაგარმა, ბულინგის თემაზე მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ბულერისა და ბულინგის მსხვერპლის ფსიქოლოგიურ და და ემოციურ მდგომარეობაზე. მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მათ ორივეს სჭირდებათ დახმარება. აღნიშნეს, რომ ადამიანები უნდა ვიყოთ ტოლერანტულები, ემპათიურები და რომ ბულინგი ყველა შემთხვევაში მიუღებელია.

აქტივობამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203