კაცხის საჯარო სკოლის 9 მოსწავლე „ჭიათურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს
27-10-2022

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში სკოლიდან მონაწილეობდა 12 მოსწავლე, რომელთაც „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ. მათგან 9 მოსწავლე შემდეგ ეტაპზე გადავიდა. 

„ჭიათურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის სკოლიდან იბრძოლებენ:

  1. მარიამი ბაზღაძე;
  2.  საბა გოგსაძე;
  3. ნიკოლოზი შეყილაძე;
  4. ნინო მაჩიტიძე;
  5.  დიმიტრი ცერცვაძე;
  6. თამარი პაპიძე;
  7.  ანი ბუხრაშვილი;
  8. მიხეილი თუთარაშვილი;
  9. მარიამ აბესაძე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 26 ოქტომბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 28 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203