ბეშთაშენის საჯარო სკოლის მოსწავლე ეკა ფანგანი დირექტორმა საინტერესო პრეზენტაციისთვის დააჯილდოვა
27-10-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის საინტერესო აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, მედიაწიგნიერების კვირეულთან დაკავშირებით, მე-12 კლასის მოსწავლე ეკა ფანგანმა პრეზენტაცია თემაზე - „ბრმად არ ენდოთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას“ გააკეთა.

სკოლის დირექტორმა, ნოდარ შავაძემ ეკა ფანგანს, როგორც აქტიურ მონაწილეს ჯილდოდ სიგელი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლის მომზადებული პრეზენტაცია ძალიან ინფორმაციული და საინტერესო აღმოჩნდა სასკოლო საზოგადოებისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203