მედანის თემის საჯარო სკოლაში მეათეკლასელ ნიკოლოზ ქანთარიას სასწავლო ოლიმპიადაში მოპოვებული წარმატება განსაკუთრებულად მიულოცეს
28-10-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასწავლო ოლიმპიადებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მშობლიური სკოლა მე-10 კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზ ქანთარიამ ასახელა. ნიკოლოზი 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია. მეათეკლასელმა გამარჯვება ისტორიის საგანში მოიპოვა.

განსაკუთრებულად გამორჩეულ, წარმატებულ მოსწავლეს სკოლის დირექტორმა, მანანა მიქავამ საზეიმო ვითარებაში გადასცა ოლიმპიადის მესამე ტურში გამარჯვებული მოსწავლის სიგელი და 200 ლარის ოდენობის კომპიუტერული ტექნიკის აქსესუარებისა და სმარტფონების სასაჩუქრე ბარათი.

სკოლის მოსწავლეები და პედაგოგიური კოლექტივი ამაყია ნიკოლოზის მიღწევებით  და დაულოცავს გზას ახალ-ახალი მწვერვალების დასაპყრობად.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203