მერევის საჯარო სკოლის 4 მოსწავლე „ეტალონმა“ სპეციალური სიგელით დააჯილდოვა
27-10-2022

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაებნენ. 

დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში სკოლიდან ანანო აბრამიშვილი, სოსო აბრამიშვილი, ცოტნე ასანიძე და მარიამ მაჭარაშვილი მონაწილეობდნენ. ოთხივე მათგანს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჩემპიონატს ეკატერინე ღუღუნიშვილი კურირებდა. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 26 ოქტომბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203