წყალტუბოს N1 სკოლის მეექვსეკლასელებს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში ჩაუტარდათ
28-10-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, VIბ კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში გასვლითი გაკვეთილი დიდი ქართველი მწერლის, მეიგავისა და დრამატურგის, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში ჩატარდა. მოსწავლეების საგნის მასწავლებელი და დამრიგებელი კი თამარ გრიგოლია გახლავთ.
„მოსწავლეებმა გარდა იმისა, რომ საკუთარი თვალით იხილეს, დაათვალიერეს და შეხვდნენ მწერლის შთამომავლებს; კიდევ ერთხელ გაიაზრეს ადამიანის დანიშნულების არსი, როგორც მწერლის საფლავზე დატანილი ეპიტაფიიდან ამოიკითხეს - „ადამიანისგან რაც რჩება,მისი სიცოცხლეც ეს არის“. ბავშვებმა, მოირგეს როგორც ოპერატორის, ასევე კორესპონდენტის როლი, მოამზადეს მცირე საინფორმაციო ტექსტები და თავადვე ჩაწერეს ვიდეორგოლები, მწერლის კარ-მიდამოში.
აღნიშნული აქტივობა, გამოვიყენეთ მიზნობრივადაც, რამეთუ სასკოლო სწავლებაში ვსწავლობთ / განვიხილავთ თემას - „სიბრძნე სიცრუისა“ და ვის შემოქმედებას გავიცნობდით, იგავის არსის უკეთ გასაგებად თუ არა ბატონი ოტიას „უკვდავ დანატოვარს“ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დაჩი იოსელიანს, გულთბილი მასპინძლობისთვის, საინტერესო და უცნობი ისტორიების გადმოცემისთვის, რადგან, როგორც ბავშვებმა აღნიშნეს, ეს დღე მათთვის იყო და იქნება დაუვიწყარი ემოციები სავსე დღე, ისინი ხომ პირველად შეხვდნენ „რეალურ“ ზღაპრის გმირს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს