ხონის N4 საჯარო სკოლის მე-2 კლასში გამოფენა - „ოქროსფერი შემოდგომა“ მოეწყო
28-10-2022
ხონის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები ხშირად იმართება.

ამჯერად, 20 ოქტომბერს მე-2 კლასში გამოფენა - „ოქროსფერი შემოდგომა“ მოეწყო, რომლის მიზანიც წელიწადის ამ ულამაზესი დროის უკეთ აღქმა იყო. 

გაიმართა შემოდგომის თემაზე შესრულებული ნახატებისა და მოსწავლეების დამზადებული აპლიკაციების გამოფენა. ასევე წარმოდგენილი იყო შემოდგომის ჭირნახულით შექმნილი ნატურმორტები.

„ღონისძიებას მხიარულებას მატებდა სცენარი, რომელსაც პატარები დიდი მონდომებით ასრულებდნენ. მათ უმასპინძლეს ამავე სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებსა და პედაგოგებს. ქართული ენისა და ხელოვნების ინტეგრირება საოცარ სილამაზეს მატებდა საგამოფენო სივრცეს. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ - ელიზა ჩიხლაძე და ია ტერელაძე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203