ვანთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მედიაწიგნიერების გლობალურ კვირეულს აქტიურად შეუერთდნენ
27-10-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები განახორციელეს. ისაუბრეს დეზინფორმაციაზე, მედიაზე, დეზინფორმაციის უარყოფით ზეგავლენაზე და ყალბი ინფორმაციის იდენტიფიკაციის გზებზე.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატები, რომლებზეც ასახულია მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული რჩევები.

აქტივობაში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203