დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების დღეს საინტერესო პროექტი მიეძღვნა
27-10-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში მედიაწიგნიერების დღე აღნიშნეს.

საქართველო 2021 წლიდან მედიაწიგნიერების მსოფლიო კვირეულში მონაწილეობს, რომელიც ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირაში იმართება. 25 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით - „მედიაწიგნიერების დღე სკოლებში“ აღინიშნა, რომელსაც დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლა შეუერთდა.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მიხეილ ლაზაშვილმა მე-10 კლასის მოსწავლეებთან ერთად თემატური პროექტი მოემზადა. პროექტის პრეზენტაციას სხვა კლასის მოსწავლეებიც დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მედიაწიგნიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203