სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ პირველკლასელებს პედაგოგებმა საანბანო პერიოდის დაწყება დღესასწაულად უქციეს
27-10-2022

თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ პირველკლასელებმა ტრადიციულად „ანბანის შემობრძანება“ განსაკუთრებულად მრავალფეროვანი აქტივობების ფონზე აღნიშნეს.

პირველკლასელების განწყობაზე დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს და სკოლაში მისულ ბავშვებს შთამბეჭდავად მორთული გარემო დაახვედრეს.

თითოეული პირველკლასელისთვის ანბანის სწავლის დაწყების დღე დაუვიწყარი იყო და მათ სასკოლო ცხოვრებას მუდამ ლამაზ მოგონებად გაჰყვება.

მოსწავლეები სწავლას გულმოდგინედ და დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ.

აღსანიშნავია, რომ ბავშვების მოტივაციაზე სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203