„მედიაწიგნიერება და მისი მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში“ - პატარა არაქალის საჯარო სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია ჩატარდა
27-10-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში მედიაწიგნიერების დღე აღნიშნეს.

სკოლაში პრეზენტაცია თემაზე - „მედიაწიგნიერება და მისი მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში“.

მასწავლებლებმა - სუსანნა წარუკიანმა და ეკა მირუაშვილმა VII, VIII და IX კლასის მოსწავლეებს გააცნეს მედიაწიგნიერების მნიშვნელობა და მათთან ერთად საინტერესო პრეზენტაცია დაგეგმეს.

ბავშვებმა მედიაწიგნიერების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ იმსჯელეს. ბოლოს კი ისაუბრეს, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი მედიასაშიშროებისაგან.

აღნიშნული ღონისძიება მოსწავლეებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი და სახალისო აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203