ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ქაროსანიძემ ნახატების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა
27-10-2022

მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ლიზი ქაროსანიძე ნახატების კონკურსში მონაწილეობდა. 

კონკურსი - „კლიმატის ცვლილება ჩვენს გარშემო“, კლიმატის ცვლილების მოქმედებათა დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაცია - „ახალგაზრდები ცვლილებებისათვის“ ინიციატივით, გაიმართა. 

ლიზი ქაროსანიძემ საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინა და პირველი ადგილი დაიმსახურა. 

სკოლაში მოსწავლის მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ. 

„ლიზიმ თავის ნამუშევარში თავისი სოფლის გადამწვარი ტყე დახატა, მას სურდა ის ტკივილი, რაც თავად განიცადა ტყის დაკარგვისას ჩვენთვის გადმოეცა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203