ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო სივრცეების გაცნობას აგრძელებენ.
ამჯერად, IVგ კლასის მოსწავლეები სტუმრად საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში იმყოფებოდნენ. მათთვის ვორკშოპი „აღმოაჩინე მედიათეკა“ ჩატარდა.
ვიზიტმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მათი დამრიგებელი ლელა ქვაჭრელიშვილი, ხოლო ფრანგული ენის მასწავლებელი მაკა ნადარეიშვილია.
იხილეთ ფოტოები: