საციხურის საჯარო სკოლაში, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდა
27-10-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობები და ღონისძებები ხშირად იმართება. 

ამჯერად, ღონისძიება მედიაწიგნიერებას მიეძღვნა. 
 
მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, გულნარა მუშარბაძისა და გულნაზ მარკოიძის ხელმძღვანელობით, შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდა.. 

მათ საკითხის ირგვლივ ისაუბრეს, ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აქტივობის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203