მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში, მედიაწიგნიერების კვირეულის​ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
27-10-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში მედიაწიგინერების კვირეულის აღნიშვნას შეუერთდნენ. 

სკოლაში მე-7- მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების და კიბერბულინგის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. მასში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, მათ საინტერესო თემებზე ისაუბრეს, შეხვედის ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
 
ღონისძიებას თვითმმართველობის წარმომადგენლები, ნატალია ძამაშვილი და ელენე ნავროზაშვილი უძღვებოდნენ.

აღსანიშანვია, რომ სკოლაში სხვადასხვა საინტერესო თარიღი შესაბამისი ღონისძიებებით აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:


 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203