კიზილქილისის სკოლის მოსწავლეებმა „იავნანამ რა ჰქმნა?!“ დადგეს
12-04-2018
კიზილქილისის სკოლამ თეატრალური კონკურსისთვის - „ჩემი პირველი ქართული როლი“ სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა?!“ დადგა. სკოლის აღსაზრდელებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის გმირები სცენაზე გააცოცხლეს და ვიდეორგოლი გადაიღეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოზარდებმა როლები ოსტატურად შეასრულეს და დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
ქართულენოვანი სპექტაკლების კონკურსი, სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მოსწავლეებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“