ბალხოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ
27-10-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალხოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო. სკოლის თითოეული პედაგოგი მოსწავლეთათვის საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული.

სკოლაში განსაკუთრებული დახვედრა პირველკლასელებს მოუწყვეს, რომლებმაც  ცოდნის ტაძარში საზეიმოდ შეაბიჯეს.

ბავშვებს ცოდნის სამყაროში პედაგოგი შეუძღვა, რომელმაც მოსწავლეებს სწავლისათვის ყველა საჭირო რესურსი და საინტერესო გარემო დაახვედრა.

მოსწავლეები სწავლას დიდი გულმოდგინებით შეუდგნენ და მასწავლებლების სასახელოდ განათლების მიღებას დიდი ხალისით აგრძელებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203