ტნუსის საჯარო სკოლაში შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
27-10-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტნუსის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით მრავალფეროვანი ღონისძიებები ხშირად იმართება.

ამჯერად, 26 ოქტომბერს სკოლაში ლამაზი ღონისძიება ოქროსფერ შემოდგომას მიუძღვნეს, რომელშიც ყვე მოსწავლე, პედაგოგები და თავად ადმინისტრაცია მონაწილეობდა.

ღონისძიება მრავალნაირი აქტივობებით, მდიდარი რესურსებით გამოირჩეოდა, რომელიც ბავშვებმა  თავადვე შექმნეს.

პედაგოგების დახმარებით სკოლაში ბადაგისაგან თათარა მოადუღეს  და მოსწავლეებმა თავისივე ხელით ამოავლეს ჩურჩხელები.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში პოზიტიური და მხიარული განწყობა სუფევდა და ბავშვებმა ბევრი იხალისეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203