ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლეს
27-10-2022
ბაღდათისN1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის საინტერესო შეხვედრები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებს 27 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეები შეხვდნენ.
მოსწავლეებთან მე-3 ქვეითი ბრიგადის უფროსმა ლეინტენანტმა, რეზო შველიძემ და კაპრალმა, ნანა ნატროშვილმა საინტერესოდ ისაუბრეს.
სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე მიმდინარე რეფორმების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების და საერთაშორისო მისიებზე ესაუბრნენ.
ბავშვებისთვის ეს შეხვედრა ძალზედ საინტერესო იყო და მათ სამხედროებისგან არაერთი საგმირო საქმის შესახებ შეიტყეს.