სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს
27-10-2022
სამტრედიის N3 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს დიდი ყურადღება ეთმობა და სწორედ ამიტომ სხვადასხვა აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ, თეა კოხრეიძესთან და მშობლებთან ერთად სკოლის ეზოში მარადმწვანე და სხვადასხვა ჯიშის ნერგები დარგეს.
„სიცოცხლე ორგანიზმთა მახასიათებელი თვისებაა, მცენარეები სწორედ ცოცხალი ორგანიზმებია, ისინი დიდ როლს ასრულებენ ჩვენი პლანეტის ცოცხალი სამყაროსთვის“ - სწორედ ამ მიზნით განხორციელდა აღნიშნული აქტივობა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია თითოეულ მსგავს გარემოსდაცვით აქტივობას მუდამ მხარდაჭერას უცხადებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს