თაიას საჯარო სკოლა სახალხო დღესასწაულზე ღირსეულად წარდგა
27-10-2022

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში მონაწილეობენ. 

ისინი სახალხო დღესასწაულ „ჩხოროწყუობა 2022-ის“ მიმდინარეობაში ჩაერთნენ.

მათ ღონისძებაზე თავიანთი კუთხე მოაწყვეს, სადაც სხვადასხვა სახის ნივთები გამოფინეს და სკოლა ღირსეულად წარადგინეს. 

სკოლის წარმომადგენლებმა სასიამოვნო დრო გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაღეს. 

სკოლამ, ასევე მონაწილეობა მიიღო კოლეჯების აგრო-ლიგის კონკურსში, სადაც ერთ-ერთი საპრიზო კატეგორიის მფლობელი გახდა მოსწავლე მარი საჯაია, რომელსაც საჩუქრად სამსუნგის მობილური ტელეფონი გადაეცა.

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203