„გზა ბეთანიისაკენ“- ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
27-10-2022

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ექსკურსია დაგეგმეს და მოაწყვეს. 

მათ გრიგოლ ორბელიანის შემოქმედება შეისწავლეს და გადაწყვიტეს, რომ ბეთანიის ტაძარს სწვეოდნენ. მოსწავლეები აქტივობაში პედაგოგ ნათია გიორგაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

მათ გარემო დაათვალიერეს, სასიამოვნო დრო გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„გზა ბეთანიისაკენ.“
ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა: ულამაზესი გზა, ტაძრისაკენ მიმავალი, ბეთანიის ტაძრის დიდებული ქმნილება მე-12 საუკუნეში თამარ მეფის მიერ აგებული და გამორჩეული ფრესკა მეფისა შესრულებული კედლის მხატვრობით - თამარის ლურჯი სამოსი.
საინტერესო ტური გამოვიდა. მოსწავლეების ცნობიერებას არასოდეს დაავიწყდებათ თავიანთი თვალით ნანახი და განცდილი ძველი საქართველოს ბრწყინვალე კულტურის ეპიზოდი“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203