საღამოს საჯარო სკოლას მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი მიუძღვნეს
27-10-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტები ხშირად ხორციელდება.

ამჯერად, გეოგრაფიის პედაგოგ, ანჟელა ნალბანდიანისა V-IX კლასის მოსწავლეების ინიციატივით პროექტი - „ეს სკოლა ჩემი სკოლაა“ გაიმართა.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა „შაბათობა“ მოაწყეს - დაასუფთავეს საკლასო ოთახები და სასკოლო ავეჯს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის პროექტში მონაწილეობა საინტერესო იყო, რადგან თითოეულ მათგანს მშობლიურ სკოლაზე ზრუნვა განსაკუთრებულად უყვარს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203