წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებს ბიბლიოთეკაში უმასპინძლეს
27-10-2022
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ. სკოლაში განსაკუთრებით მოსწავლეებში წიგნისადმი სიყვარულის გაღვივებაზე ზრუნავენ.
სასკოლო ბიბლიოთეკების დღესთან დაკავშირებით მე-4 კლასის მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარმა, ლუდა უგლავამ უმასპინძლა.
ბიბლიოთეკარმა ბავშვებს წიგნადი ფონდიდან, საყმაწვილო ლიტერატურის ნაწილი გააცნო და წიგნის მნიშვნელობაზე საინტერესოდ ესაუბრა.
კლასის ხელმძღვანელმა, თინათინ ნაცვლიშვილმა მოსწავლეებს დაათვალიერებინა კლასგარეშე ლიტერატურა და მისცა სასარგებლო რჩევები, თუ რომელი წიგნები უნდა წაიკითხონ.
სკოლის დირექტორის მ/შ-მ მაია ნუცუბიძე -ქობულიამ ბავშვებს საქართველოს ინტერაქტიული რუკა დაათვალიერებინა და მისი გამოყენების წესები გააცნო.
„ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკა ახალი წიგნადი ფონდითაა შევსებული და გათვლილია ყველა საფეხურის მოსწავლეებისთვის. მობრძანდით ჩვენს ლამაზ და მყუდრო ბიბლიოთეკაში და იკითხეთ წიგნები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს