ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში ქალაქის 150 წლის იუბილეს „ხილის ფესტივალი“ მიეძღვნა
27-10-2022
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით ლამაზი ღონისძიებები ხშირად იმართება.

ამჯერად, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ღონისძიება შემოდგომას მიეძღვნა. მოსწავლეებმა პედაგოგების ხელმძღვანელობით საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და მათ სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე შეჰმატეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ასევე ზესტაფონის 150 წლის იუბილეს მიუძღვნეს. სასკოლო საზოგადოებამ საყვარელ ქალაქს ეს მნიშვნელოვანი თარიღი სიხარულით მიულოცა.

„ოქტომბრის თბილ და კაშკაშა დღეს, სიმწიფის სუნით რომ ავსილა ზეცაც და ოქროსფერ მტევანს შერწყმია სხივი. სკოლაში დიდი საშემოდგომო ზეიმი გაიმართა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მოაწყვეს „ხილის ფესტივალი“. ამ ლამაზი დღესასწაულით ჩვენი საუკუნოვანი სკოლა უერთდება უმშვენიერესი ზესტაფონის 150 წლის იუბილეს, ვულოცავთ ჩვენს ქალაქს და ვუსურვებთ მრავალი ხვავიანი, ბარაქიანი, მშვიდობიანი შემოდგომა დადგომოდეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203