მუსხის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
27-10-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის ლამაზი ღონისძიებები ხშირად იმართება.
ამჯერად პედაგოგ, ლალი ცუხიშვილის ხელმძღვანელობით შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ მიეძღვნა. ღონისძიება ასევე მუსიკის პედაგოგისა და კლასების ხელმძღვანელების დახმარებით წარიმართა.
ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ, რომლებმაც შემოდგომის თემაზე საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს. ბავშვებმა ასევე აქტივობა ცეკვებითა და სიმღერებით გაალამაზეს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთი შთამბეჭდავი და დაუვიწყარი დღე შეემატა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს